ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალური განცხადება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ ტესტებთან დაკავშირებით, სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, გამოცდების მოახლოებასთან ერთად პრესის ჯიხურებში გამოჩნდა პერიოდული გამოცემები, რომლებიც ახალგაზრდებს გამოსაშვები თუ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის "მოსამზადებელ ტესტებს" სთავაზობს (,,აბიტურიენტი", ,,სასკოლო ტესტები" და სხვ).

გამოცდების ეროვნული ცენტრი მოსწავლეების, მათი მშობლებისა და პედაგოგების საყურადღებოდ აცხადებს, რომ აღნიშნულ და სხვა მსგავს გამოცემებს შეცდომაში შეჰყავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და აბიტურიენტები.

"გამომცემლები და ავტორები მოსწავლეებს უჩენენ ცრუ მოლოდინს, თითქოს გამოცდისას მსგავს დავალებებზე მოუწევთ მუშაობა. გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ არც აღნიშნულ გამოცემებში გამოქვეყნებული ტესტების ხარისხსა და გამართულობაზე აგებს პასუხს. ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვისი შედგენილია ტესტურ დავალებათა ნიმუშები. აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის შეუძლიათ მოემზადონ იმ კრებულების დახმარებით, რომლებსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელიწადს ყველა საგნისათვის გამოსცემს", - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

რაც შეეხება გამოსაშვებ გამოცდებს, ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეებმა უნდა იხელმძღვანელონ "2011 წლის მოსწავლეთა საატესტაციო გამოცდების მინიმალური სტანდარტით", რომელიც გამოქვეყნებულია გამოცდების ეროვნული ცენტრისა (www.naec.ge) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს (www.mes.gov.ge) ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.

გარდა ამისა, გამოცდების ერონული ცენტრი აპრილში გეგმავს მასშტაბურ პრეტესტს, რომლის დროსაც სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა საგამოცდო საგანში ტესტური დავალებების მიღება და ვარჯიში შეეძლებათ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე