ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ევროპული სკოლის მოსწავლეებს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე ჰყავთ

პრეზიდენტის მიერ ბათუმში პედგოგებთან შეხვედრისას გაჟღერებული ინიციატივების საფუძველზე გრძელდება სკოლებში მოსწავლეთა თვითმართველობის არჩევნები.

”ევროპულ სკოლაში” დღეს პარლამენტის თავმჯდომარე აირჩიეს. არჩევნებს წინ უძღოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფუძნება, სადაც თითოეულმა კანდიდატმა   საკუთარი რწმუნებული დანიშნა და  პარალელურად საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარადგინა. გამარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარე გივი კარბელაშვილი სკოლის ბიუჯეტიდან ყოველთვიურ ხელფას მიიღებს 150 ლარის ოდენობით.

სკოლებში ამგვარი აქტივობების მიზანია დამოუკიდებელი, აქტიური და თავისუფალი ახალგაზრდობის ჩამოყალიბება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა თვითმართველობის შექმნა ბავშვებს საშუალებას  მისცემს  აქტიურად ჩაერთონ სკოლის მართვაში, დაიცვან საკუთარი უფლებები, დამოუკიდებლად დაგეგმონ  სხვადასხვა აქტივობები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე