ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან მინისტრის შეხვედრა კითხვა-პასუხის  რეჟიმში წარიმართა და იგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.

ლანჩხუთელ მოსახლეობასთან შეხვედრისას დიმიტრი შაშკინი იმ პრობლემებითაც დაინტერესდა, რომელიც ლანჩხუთის მაცხოვრებლებს აწუხებთ და რომელთა მოგვარებაშიც მათ თანადგომა ესაჭიროებათ. მინისტრმა შეკრებილ აუდიტორიას ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა კონკრეტულად განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზეც. 

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მოსახლეობასთან ანალოგიური შეხვედრები განხორციელებული რეფორმების შედეგებზე ყველაზე ნათელ წარმოდგენას იძლევა, ამიტომ, მინისტრი სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე