ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”შეისვენე და მოიგე!” - სახალისო კონკურსი მოსწავლეთათვის

„შეისვენე  და მოიგე“ ასე ჰქვია  ჯანსაღი და უსაფრთხო კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია  „გოგლი-მოგლის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსს, რომელიც თბილისის 53-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის დღეს დაიწყო.  კონკურსის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.

ღონისძიება სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია  მოსწავლეების  წახალისება.  თამაში სამ ეტაპად გაიმართება. მესამე ეტაპში გამარჯვებულებს ”გოგლი-მოგლი”-საგან ძვირადღირებული პრიზები გადაეცემათ. მოსწავლეები ინფორმაციას თამაშის შესახებ ყველა ეტაპზე მიიღებენ, მათ შორის სოციალურ ქსელ  facebook-ზე  განთავსებული ”გოგლი-მოგლის” გვერდის მეშვეობით. 

კონკურსის ფორმა და შინაარსი არაორდინალურია, შესაბამისად, იგი მოსწავლეებისათვის მიმზიდველი და სახალისო იქნება. გამარჯვებულ მოსწავლეებს პრიზები აპრილის ბოლოს დაჯილდოვების ცერემონიაზე გადაეცემათ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე