ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებში პრეზენტაცია გაიმართა

ევროკავშირის TEMPUS-ის პროექტის -“სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებში”-პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი დაესწრნენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: TEMPUS-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტების რექტორები, ბიომეცნიერების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, აგრარული და კვების ბიოტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე წამყვან ორგანიზაციათა პირველი პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მასპინძელ უნივერსიტეტებსა და მოწვეულ სტუმრებს /მონაწილეებს შორის. 

ღონისძიების მიზანი  საქართველოში ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგის განვითარების ხელშეწყობა იყო, უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, თანამედროვე და ინოვაციური სასწავლო პროგრამების განხორციელება დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით.

უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც სამი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთდროულად ახორციელებს სასწავლო პროგრამის პოპულარიზაციას და იწყებენ თანამშრომლობას ინდუსტრიული სფეროს წარმომადგენლებთან, რათა მათ მიერ მომზადებული კადრები შეესაბამებოდეს ბაზრის დღევანდელ მოთხოვნებს, სწორედ ამას მოემსახურება მემორანდუმი, რომელსაც შეხვედრაზე მოეწერა ხელი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე