ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

1500-მა პედაგოგმა საცდელი ნებაყოფლობითი ტესტირება გაიარა

მასწავლებელთა ნებაყოფლობითი სერტიფიცირების ფარგლებში, 27-28 თებერვალს, პირველად საქართველოში, საცდელი ტესტირება ქ. ქუთაისში ჩატარდა და მასში მონაწილეობისათვის 1500 პედაგოგი დარეგისტრირდა.

სასერტიფიკატო გამოცდების გენერალური რეპეტიციისათვის ტესტები  გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა და იგი ერთდროულად 4 ცენტრში ჩატარდა. გამოიცადა არა მხოლოდ ტექსტური დავალებები, არამედ საგამოცდო პროცესის ადმინისტრირების მექანიზმები და საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.

საცდელი გამოცდა გაიარეს პედაგოგებმა იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან. ტესტირება ჩატარდა ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და პროფესიულ უნარებში.

27 თებერვალს ტესტირება დილის 11 საათზე დაიწყო ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში და მის მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი აკვირდებოდნენ.

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მას სახელმწიფო აფინანსებს. პირველ ეტაპზე გამოცდებს ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენებისა და მათემატიკის პედაგოგები ჩააბარებენ. ამ საგნების პედაგოგების დიდმა ნაწილმა უკვე გაიარა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გადამზადების კურსები.

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები პირველად 2010 წლის ზაფხულში ჩატარდება. ტესტების მომზადებასა და გამოცდების ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ცენტრის ექსპეტებმა ორი წლის წინ დაიწყეს სასერტიფიკაციო გამოცდების ფორმატსა და შინაარსზე მუშაობა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე