ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისში სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლმენტის სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არმენ აშოტიანმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა გახსნეს.

ღონისძიება ევროკავშირის პროექტის ”დემოკრატია იწყება თქვენით” ფარგლებში გაიმართა და მასში საქართველოსა და  სომხეთის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის  ინფორმირება თუ რა არის და როგორ მუშაობს დემოკრატია, რისი სწავლებაც მხოლოდ წიგნებიდან შეუძლებელია.

საქართველოსა და სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისა და სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ საკითხთა მცოდნეობის სკოლის მხარდაჭერით, ორმოცი მოსწავლე  საქართველოდან და  სომხეთიდან  სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდულ პარლმენტში შეიკრიბა.

მონაწილე მოსწავლეები თავიანთი კლასელების მიერ მას შემდეგ შეირჩა, რაც მათ სკოლის დონეზე 4 დღიანი პრაქტიკული დებატები გაიარეს შესაბამის პოლიტიკურ საკითხებზე.  ამჟამად, მოსწავლეების ამოცანას ამ პარლამენტში დებატების დროს დასმული საკითხების განხილვა და თავიანთ თანატოლებთან ერთად, საერთო დეკლარაციის შემუშავება წარმოადგენდა. მიღებულ დეკლარაციას მოგვიანებით ისინი ბრიუსელში ევროპულ ინსტიტუტებს წარუდგენენ.

პროექტის პირველ ეტაპში მონაწილეობა აზერბაიჯანის ოცმა სკოლამ მიიღო. სამწუხაროდ, შერჩეულმა მოსწავლეებმა ვერ შეძლეს პარლამენტის სხდომაში მონაწილეობის მიღება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე