ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სომხეთთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არმენ აშოტიანმა მოაწერეს.

ხელმომწერი მხარეები მიიჩნევენ, რომ განათლებისა და მეცნიერების დარგში თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი კომპონენტია. შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები კონტაქტებს გააღრმავებენ და ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ორივე მხარე  ვალდებულებას იღებს დააფინანსონ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქე 10 სტუდენტის სწავლება კანონმდებლობით აღიარებულ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ღონისძიების ფარგლებში, დიმიტრი შაშკინსა და არმენ აშოტიანს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, მოხდა ინფორმაციის გაცვლა ორი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში განხორციელებულ და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.  სომხეთის მინისტრმა უკვე მოინახულა რამდენიმე ზოგადი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, პირადად გაეცნო სიახლეებს და იმ პროექტებს, რომლებიც რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს.

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის საქართველოში ვიზიტი გრძელდება, არმენ აშოტიანი კიდევ რამდენიმე სასწავლო დაწესებულებას მოინახულებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე