ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  ამჯერად,  ისანი-სამგორის რაიონის  წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრას  ასევე ესწრებოდნენ რაიონის მუნიციპალიტეტების  ხელმძღვანელები,  პარლამენტარი გიორგი ხასნელიძე,  საკრებულოს  დეპუტატები და ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები.

დიმიტრი შაშკინმა ყველა დასმულ კითხვას ამომწურავი პასუხები გასცა და თავადაც ისაუბრა განათლების სფეროში  განხორციელებულ ცვლილებებზე, მიმდინარე პროექტებსა და მოსალოდნელ  სიახლეებზე.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრი შეხვედრის მონაწილეებთან ერთად,  117-ე საჯარო სკოლაში გამართულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვასაც გაეცნო. გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მესამე მასივის მუნიციპალიტეტებში შემავალი შვიდი საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა ნამუშევრები, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის კახა გურულის ინიციატივით მოეწყო.  გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით გამოიცემა  კრებული, სადაც ამ სკოლების მოსწავლეთა საქმიანობა და წარმატებები აისახება, წიგნები საჩუქრად სასკოლო ბიბლიოთეკებს გადაეცემათ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე