ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობასთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა უშუალოდ  მთავრობის წარმომადგენლებისაგან მიეღოთ პასუხი იმ შეკითხვებზე, რომლებიც სხვადასხვა სფეროს, მათ შორის განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით,  ანალოგიური შეხვედრები  რეგიონების მოსახლეობასთან განსაკუთრებული მუხტის მატარებელია. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ყველაზე ობიექტურად სწორედ მოსახლეობა აფასებს, უშუალოდ ხალხისაგან მოსმენილი შეფასებები და რჩევები შემდეგ მომავალ სამოქმედო  გეგმებზე  აისახება.

დიალოგი ხალხთან მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ყველა რეგიონს მოინახულებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე