ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლებაში ტექნოლოგიების ინტეგრაციის თემაზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ განათლებაში ტექნოლოგიების ინტეგრაციის  თემაზე ორდღიანი კონფერენცია გახსნა. სამინისტროსა და Microsoft-ის ერთობლივ ღონისძიებას Microsoft-ის წარმომადგენლობის გენერალური მენეჯერი საქართველოში  დავით ასათიანი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განათლების მენეჯერი თეოდორ მილევი უძღვებოდნენ. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ  სკოლის დირექტორები, მოსწავლეები, სამინისტროს სსიპ-ების, microsoft-ის სათაო ოფისის  და ლატვიის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.

2008 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კორპორაცია microsoft-ს შორის დაიდო მემორანდუმი ”გლობალური ინიციატივა partners in learning-ის ფარგლებში”.

მემორანდუმის საფუძველზე, ყოველწლიურად ტარდება ანალოგიური სამუშაო შეხვედრები, რომელზედაც ჯამდება განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები თუ ინიციატივები და ამ აქტივობებში კორპორაცია microsoft-ის ჩართულობა.

ამ მემორანდუმის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, ყველა პირველკლასელისთვის გადასაცემ ნეტ-ბუკში ჩატვირთული იქნება ლიცენზირებული windows-ი.

სამუშაო შეხვედრაზე  დაისახა მომავალი თანამშრომლობის სტრატეგიები და მექანიზმები. წლების განმავლობაში განათლების მიმართულებით მუშაობისას მაიკროსოფტს დაუგროვდა გამოცდილება, რესურსები, ტექნოლოგიები, რომლებიც ქვეყანაში არსებული სასწავლო პროგრამების გაფართოების საშუალებას იძლევა.

არსებული რესურსებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ერთად გამოყენება გაზრდის ქვეყანაში მიმდინარე პროექტების, პროგრამების მასშტაბებს და დააჩქარებს სკოლების, მასწავლებლების, დირექტორების ჩართულობას პროფესიული განვითარების, სასკოლო კვლევების, საგანმანათლებლო რესურსების  შექმნისა და განათლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე