ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოხალისე პედაგოგებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები იმ უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის  საჯარო სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ინგლისურ ენას ასწავლიან.

როგორც ყველა ანალოგიური ღონისძიებისას, ამჯერადაც, მინისტრთან შეხვედრის მიზანს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეების განხილვა და პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“  გამოცდილების, ღონისძიებების/აქტივობების, სამომავლო გეგმების მიმოხილვა წარმოადგენდა, ასევე,  რეგიონის მოხალისე პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ კითხვებით მიემართად მინისტრისა და ღონისძიების სხვა მონაწილეებისთვის.

ინგლისურენოვანმა პედაგოგებმა დადებითად შეაფასეს სამუშაო შეხვედრა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უწოდეს მინისტრის ინიციატივას პერმანენტულად მოეწყოს ანალოგიური ინფორმაციული შეხვედრები.

მსგავსი სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისის, იმერეთის, გურიის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონის მოხალისე პედაგოგებთან.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე