ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანებასთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ”საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანების”  ხელმძღვანელმა დავით ლაგვილავამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი განათლების სისტემაში მიმდინარე  რეფორმის მხარდასაჭერად,    სამინისტროსა და დამსაქმებელთა გაერთიანებას  შორის ღია და კონსტრუქციულ თანამშრომლობას გულისხმობს.

”საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანების” წევრები სკოლების, პროფესიული სასწავლებლების, საბავშვო ბაღების დირექტორები, ანუ პოტენციური დამსაქმებლები არიან. მემორანდუმი რეფორმაში ჩართულ ამ საგანმანათლებლო ინსტიტუციებსა და მხარეებს შორის  სოციალური დიალოგის წარმართვის პროცესის ხელშეწყობას, რეფორმის პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირებულობის   დონისა და დამსაქმებელთა (დირექტორების) კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში მოხდება საგანმანათლებლო და სააღმზრდელო ინსტიტუციებს შორის კავშირების აღდგენა და განვითარება, ერთობლივი სამუშაო ჯგუფების,  შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება, ერთობლივი საექსპერტო ჯგუფების ჩამოყალიბება და სხვ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა „საჯარო სკოლების ფინანსური მართვის ელექტრონული სისტემის“ პრეზენტაცია, რომელიც გაერთიანების ინიციატივითა  და დაკვეთით კომპანია ”სინგულარ ჯგუფმა” შექმნა. სისტემა   სრულიად თავსებადია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილ მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზასთან და მისი მიზანია ჩვენს ქვეყანაში არსებული საჯარო სკოლების ფინანსური სიტუაციის მოწესრიგება და დირექტორებისთვის სკოლის მართვის პროცესში ხელშეწყობა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე