ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურები თბილისის კერძო სკოლებში შევიდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის სკოლა-ლიცეუმ  „მწიგნობართუხუცესში“  ხოლო, მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ”ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში”   მანდატურები წარადგინეს.

კერძო სკოლებში მანდატურების შესვლა თავად სკოლის დირექტორებმა მოითხოვეს. „მწიგნობართუხუცესისა“ და ”ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის” პარალელურად, მანდატურები კიდევ შვიდ კერძო სკოლაში შევიდნენ: „მთიები“, „ნინო“, „ალბიონი“, „სადუნი“,  „საერთაშორისო სახლი“, „ვაზიანი“, „ოაზისი“.

მანდატურები პოლიციის აკადემიაში უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში გადამზადდნენ. როგორც საჯარო სკოლებში ასევე, კერძო სკოლებში შესული მანდატურები სრულად ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც სკოლაში კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარებათ.

მანდატურთა ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე