ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საფეხბურთო ტურნირი ,,სკოლბურთი” დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და  UEFA-ს ვიცე–პრტეზიდენტმა სენეშ ერზიკმა ირაოს სტადიონზე საჯარო სკოლებს შორის საფეხბურთო ტურნირი ”სკოლბურთი”  გახსნეს. ტურნირის პირველ დღეს ერთმანეთს ვაკე-საბურთალოს რაიონის 8 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.

პროექტი “სკოლბურთი” სამ ძირითად ეტაპად ტარდება:  შესარჩევი, დასკვნითი და მესამე ეტაპი საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობაა, სადაც  გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება.

შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობას  ყველა დაინტერესებული სკოლა იღებს, შემდეგ გუნდები რაიონული პრინციპით დაიყოფიან და ჯგუფური სისტემით გამოავლენენ რაიონის გამარჯვებულებს, რომლებიც რეგიონალურ შესარჩევ ეტაპზე იასპარეზებენ და რეგიონების ჩემპიონებს გამოავლენენ.

”სკოლბურთის” დასკვნითი ეტაპი  ქ.ბათუმში გაიმართება და მასში  16 რაიონის ჩემპიონები მიიღებენ  მონაწილეობას.  გამარჯვებული გუნდი საერთშორისო ტურნირზე გაემგზავრება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურნირებზე ქართველი მოზარდები ყოველთვის პირველ საპრიზო ადგილებს იკავებენ.

“სკოლბურთის” მიზანი ფეხბურთის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაა. მისი ორგანიზატორები არიან: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ”საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაცია”.

2007 წლიდან პროექტმა ”სკოლბურთი”  მთელი საქართველო მოიცვა და მასში ყოველწლიურად  მონაწილეობას   1500-მდე საჯარო სკოლა და 15000-მდე მოსწავლე  ღებულობს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე