ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო

საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კოკურსის მიმდინარეობას დაესწრო. სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონკურსს 2011 წლის 4 აპრილის ჩათვლით ჩაატარებს. მასში მონაწილეობას  თბილისიდან და რეგიონებიდან  3000-მდე მსურველი მიიღებს.

საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება: კომპიუტერული ტესტირება და გასაუბრება. ტესტირებას ყოველდღიურად 4 ნაკადი გადის. კონკურსის მიმდინარეობას 16 დამკვირვებელი აკონტროლებს. მსურველების რეგისტრაცია 25 თებერვლიდან 20 მარტამდე ელექტრონულად განხორციელდა.

ორეტაპიანი კონკურსის შედეგად შერჩეული პირები სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებენ, რის საფუძველზეც, მათ დირექტორობის უფლება 7 წლის ვადით მიენიჭებათ. სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე მათი წარდგენა კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე მოხდება, რის შემდეგაც  თითოეული კანდიდატის არჩევაზე გადაწყვეტილებას სკოლის სამეურვეო საბჭო მიიღებს.

საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კოკნკურსი კომპიუტერული ტესტირების გამოყენებით და დირექტორის სტანდარტზე დაყრდნობით წელს პირველად ტარდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.  

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე