ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ყველა მეთორმეტეკლასელი პრეტესტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში პრეტესტის მიმდინარეობას გაეცნენ. 

2-დან 9 აპრილის ჩათვლით, ყოველდღე,  14:00 საათიდან 19:00 საათამდე ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი, ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერიდან მონაწილეობა მიიღოს პრეტესტში, რომლის მიზანია გამოსაშვები გამოცდების კომპიუტერული სისტემის გამოცდა. პრეტესტი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაეცნონ თავად სისტემას და ტესტური დავალებების ნიმუშებს, რომელთა მსგავსს  გამოცდაზე მიიღებენ.

საგამოცდო პროცესისგან განსხვავებით, საცდელი რეჟიმისას ე.წ. ,,გაჩერების წესი“ მოხსნილი იქნება, რათა  მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცეთ, ყველა ტიპის დავალებებს გაეცნონ და უპასუხონ.

მონაწილე ეკრანზე დაინახავს, სწორად უპასუხა თუ არა დავალებას, თუმცა, ის არ შეფასდება,  ასევე, პასუხის არასწორად გაცემისას ეკრანზე არ გამოჩნდება სწორი პასუხი.  

ყველა საგამოცდო საგანში საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა  მოსაწავლეებს 9 აპრილის 19:00 საათამდე ექნებათ.

სისტემა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) განთავსდება და გარდა მეთორმეტეკლასელებისა ნიმუშების გაცნობა ყველა დაიტერესებულ პირს შეეძლება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე