ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებში ქართველ მეცნიერთა საჯარო ლექციები გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური  თბილისის N42 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ლექციას დაესწრნენ.

საჯარო ლექცია მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო დავინჩი” ფარგლებში გაიმართა. სკოლის მოსწავლეების სწავლის დონის ამაღლების, მეცნიერებით დაინტერესებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ფიზიკა–მატემატიკის მეცნიერებათა დოქტორი კახა თავზარაშვილი მოსწავლეებს ყოფით ცხოვრებაში საინფორმაციო და ნანო ტექნოლოგიების როლზე ესაუბრა.

სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ინიცირებული კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში საჯარო ლექციები 2011 წლის 2 მარტიდან მიმდინარეობს. აქცია საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და მასში სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების 40-ზე მეტი ქართველი მეცნიერი მონაწილეობს.

კონკურსის ”ლეონარდო დავინჩი” მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირება, ინოვაციისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივება და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

კოკა სეფერთელაძემ და სულხან სისაურმა მოზარდებს მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის პირობები კიდევ ერთხელ დეტალურად გააცნეს და მათ კონკურსში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე