ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტრომ სტაჟიორები სერტიფიკატებით დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 36 სტაჟირებაგავლილ პრაქტიკანტს სერტიფიკატები გადაეცათ.  თბილისის ივ. ჯავახიშვილის, საქართველოს  ტექნიკური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სხვა უმაღლეს სასწავლებლების სტუნდენტებმა და მაგისტრანტებმა 2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე სასწავლო პრაქტიკა  სამინისტროში და მის დაქვემდებარებაში შემავალ სტრუქტურებში გაიარეს.

სტაჟიორების ნაწილი  პრაქტიკას გადიოდა როგორც სამინისტროს ადმინისტრაციის აპარატში, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის, შიდა აუდიტის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარე­ბის, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ეკონომიკურ  დეპარტამენტებში. სტუდენტთა ნაწილმა გამოცდილება ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა  და  გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღო. ხოლო ნაწილმა პრაქტიკა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის რესურს-ცენტრებში გაიარა.

ის სტუდენტები, რომლებმაც სასწავლო პრაქტიკის პერიოდში პროფესიონალიზმი და დაკისრებული მოვალეობისადმი ერთგული დამოკიდებულება გამოავლინეს, სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ სხვადასხვა სტრუქტურებში დასაქმდნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტთა სტაჟირებას კვლავაც აქტიურად აგრძელებს. სამინისტროს მიზანია, მომავალი სპეციალისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბება, რაც დასაქმებაში დაეხმარებათ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე