ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უფასო გამოკვლევა ჩაუტარდათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში სადაზღვევო კომპანია ,,ალფასა’’ და ,ავერსის საქველმოქმედო ფონდის” მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა სადაზღვევო კომპანიის ”ალფა” გენერალური დირექტორი ედუარდ ცხოვრებაძე.

აქციის ფარგლებში, ავერსის კლინიკის მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა პირველი ექსპერიმენტალური სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს უფასო გამოკვლევა/გასინჯვა ჩაუტარეს, ”ავერსის საქველმოქმედო ფონდის” წარმომადგენლებმა   სკოლას  ყველა საჭირო  მედიკამენტი და პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები უფასოდ გადასცეს. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სახელმწიფო პროგრამით  კომპანია ”ალფაში” არიან დაზღვეულები, მათ ავერსის კლინიკის ექიმებმა ხუთი მიმართულებით ჩაუტარეს კვლევა: პედიატრიული, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური და აგრეთვე ექოსკოპიური.

სადაზღვევო კომპანია ”ალფა” მსგავს აქციებს მუდმივად  ატარებს. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას კომპანია მომავალშიც გააგრძელებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე