ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

’’ვიკითხოთ წიგნები’’ - საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლეებისათვის

სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის მერიის მთავარი ბიბლიოთეკა ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს ’’ვიკითხოთ წიგნები’’.  პროექტის ფარგლებში დედაქალაქის ბიბლიოთეკებში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები IV-V კლასელ მოსწავლეებს ლიტერატურულ ნაწარმოებებს უკითხავენ. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე  კოკა სეფერთელაძე დაესწრო.

9 აპრილს, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში 24-ე და 30-ე საჯარო სკოლების 30-მდე მოსწავლეს მომავალი მსახიობი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხეკურსელი ლაშა გურგენიძე  შეხვდა, მან მოსწავლეებს თემატურად  ამ დღესთან დაკავშირებულ - 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებზე მოუთხრო და საქართველოს ისტორიიდან ის ეპიზოდები გააცნო, სადაც კარგად ჩანს ქართველი ხალხის ლტოლვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ. ამ დღეს თბილისის კიდევ 5 ბიბლიოთეკაში გაიმართა ანალოგიური შეხვედრები IV-V კლასელ მოსწვლეებთან.

პროექტის ’’ვიკითხოთ წიგნები’’ მიზანია, მოსწავლეებში წიგნის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლებას და კითხვის ჩვევის გამომუშავებას. ამ მიზნით, ქალაქის სხვადასხვა უბანში განლაგებულ მერიის ბიბლიოთეკებში კითხვის მოყვარულთა წრეები ჩამოყალიბდა, სადაც მოსწავლეებთან შეხვედრები იმართება. მოსწავლეების შერჩევა  ბიბლიოთეკების მიმდებარე სკოლებიდან ხდება, წასაკითხი მხატვრული ლიტერატურა კი,  ფილოლოგების, ლიტერატორების, სკოლის პედაგოგებისა და ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაციების გათვალისწინებით შეირჩა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე