ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საზოგადოებრივი დარბაზის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფრეთელაძემ საზოგადოებრივ დარბაზს, რომლის შემადგენლობაშიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, პოლიტიკოსები და განათლების სფეროთი დაინტერესებული საზოგადოების  სხვა წარმომადგენლები შედიან, განსახილველად ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტი წარუდგინა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პირველად საქართველოში ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტი შემუშავდა.  ქართული ენის ფლობის სტანდარტი განკუთვნილია მასწავლებლების, შემფასებლების, მეთოდისტების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემდგენლებისათვის, სასწავლო ლიტერატურის გამომცემლებისა თუ რედაქტორებისათვის, ასევე თვით შემსწავლელებისა და  იმ პირთათვის, ვისაც საქმე აქვს ქართულის, როგორც მეორე ან უცხო ენის სწავლა/სწავლებასთან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტი განსახილველად  პირველად სპეციალურ კომისიას წარედგინა. პირველ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო. დოკუმენტი ამჯერად, საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა შეაფასეს. მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები გათვალისწინებული იქნება სტანდარტის საბოლოო ვარიანტში.

კოკა სეფერთელაძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრები საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან ძალზე მნიშვნელოვანია. სამინისტრო ასეთ თანამშრომლობას მომავალშიც ინტენსიურად განახორციელებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე