ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო საჩოგბურთო პროგრამის პრეზენტაზია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფრეთელაძე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი და საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენელი გორან შევჩენკო  თბილისის №1 ექსპერიმენტალურ სკოლაში სასკოლო ჩოგბურთის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სპორტის მასწავლებლები თბილისის საჯარო სკოლებიდან.

პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა  და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, თბილისის მასშტაბით 10 საჯარო სკოლა შეირჩა, სადაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია  ჩოგბურთის სწავლებას განახორციელებს,  სპორტის მასწავლებლებს გადაამზადებს და სკოლებს შორის საჩოგბურთო შეჯიბრებებს უზრუნველყოფს. ფედერაციამ შერჩეულ სკოლებს შესაბამისი სპორტული ინვენტარი ღონისძიების ფარგლებში გადასცა.

№1 ექსპერიმენტალურ სკოლაში შეკრებილ სპორტის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა სასკოლო ჩოგბურთის პროგრამა გააცნეს და რამდენიმე საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარეს. ჩოგბურთის სპეციალისტები შერჩეული სკოლების  სპორტის მასწავლებლებს  მომავალშიც გაუწევენ კონსულტაციებს.

ჩოგბურთის ფედერაციასთან ერთობლივი პროექტი მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველყოფას, საქართველოს საჯარო სკოლებში  ჩოგბურთის სწავლების წახალისებასა და დანერგვას ითვალისწინებს. სკოლებში ჩოგბურთის სწავლება მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონეს გააუმჯობესებს და ქართული ჩოგბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.  

2010-2011 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების საფუძველზე,  ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება მოხდა, რამაც პროცესი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და აზარტული გახადა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე