ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა დედის დღე ქალბატონებს რუსთავიდან მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 3 მარტს ქ. რუსთავში გურასაშვილების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს ეწვია. დიასახლისს ქალბატონ  სვეტლანას მინისტრმა დედის დღე მიულოცა და მის 5 შვილს საჩუქრად საოჯახო ტექნიკა - მუსიკალური ცენტრი, კომპიუტერი, მხატვრული ლიტერატურა და სათამაშოები გადასცა. 

რუსთავიდან დიმიტრი შაშკინმა დედის დღე საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალბატონს მიულოცა  და იმედი გამოთქვა, რომ  ხელმოკლე ოჯახებისთვის წიგნების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემები მთლიანად მოიხსნება. სამინისტროს გადაწყვეტილებით,  სოციალურად დაუცველთა პროგრამაში მყოფი ოჯახების მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემა იგეგმება. 

მინიტრის განცხადებით, სამინისტრო გეგმავს ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწას, რომელიც 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება. ამასთანავე, გამკაცრდება სახელმძღვანელოების გრიფირების წესი და შეიქმნება მეორადი სახელმძღვანელოების ბაზარი, რაც ბევრ სოციალურად დაუცველ ოჯახს სახელმძღვანელოების შეძენას გაუადვილებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე