ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფოტოკონკურსი პროფესიულ განათლებაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში პროფესიულ განათლებაზე ფოტოკონკურსის პრეზენტაცია გამართა.

 ფოტოკონკურსში, რომლის სლოგანია "ჩემი პროფესია-ჩემი მომავალი" მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი საჯარო სკოლისა და პროფესიული სასწავლებლის მოსწავლეს შეუძლია. მსურველებმა ციფრული ფოტოსურათები საოცნებო პროფესიის შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  [email protected] უნდა გამოაგზავნონ.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 2011 წლის პირველი მაისია. ჟიური, რომლის ერთ-ერთი წევრი მსახიობი დუტა სხირტლაძეა გამარჯვებულებს 20 მაისს სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვებს:

  • პირველი პრიზი-Apple iPod ნანო;
  • მეორე პრიზი-უფასო ინტერნეტკავშირი ნახევარი წლის განმავლობაში;
  • მესამე პრიზი-100 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათი წიგნების შესაძენად;

კოკა სეფერთელაძე 161-ე სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ჟიურის წევრებთან ერთად გაესაუბრა და კონკურსთან დაკავშირებით მათ  შეკითხვებს  უპასუხა.

კონკურსს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს.

პროფესიული განათლება  განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ფოტოკონკურსი ”ჩემი პროფესია-ჩემი მომავალი”  სწორედ ამ პროცესის ხელშეწობისა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით ხორციელდება. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე