ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

იმიტირებული საატესტატო გამოცდები გრძელდება

საატესტატო გამოცდების გენერალური რეპეტიციის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში აკვირდებოდა. საცდელი საატესტატო გამოცდა  ამჯერად, ისტორიასა და გეოგრაფიაში ტარდება.

სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი მეორე დღეა, გამოსაშვები გამოცდების სრული ფორმატით მოდელირების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით საცდელ ტესტირებას 326 სკოლაში ატარებს. მეთორმეტეკლასელები 12–დან 15 აპრილის ჩათვლით 8 საგანში გადიან. 

 გამოსაშვები გამოცდების რეპეტიციაზე გარდა ტესტებისა აპრობაციას ის ტექნიკური საშუალებები და ინფრასტრუქტურაც გადის, რომელთა გამართულობაზეც   მაისის ბოლოს საატესატო გამოცდების წარმატებით ჩატარებაა დამოკიდებული.

პროცესი სერიოზული ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, საცდელ ტესტირებაში ჩართული ყველა მეთორმეტეკლასელი თანაბარ პირობებში მუშაობს და აქვს ცოდნის  გამოვლენის მაქსიმალურად კომფორტული გარემო.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე