ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

14 აპრილი დედაენის დღეა

დედაენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის, უნივერსიტეტების, ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლებს, ღვაწლმოსილ მეცნიერებს შეხვდა და მათ არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის ქართული ენის გაძლიერებულად სწავლების პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა გააცნო.

კოკა სეფერთელაძემ მოწვეულ სტუმრებთან  ინიციატივის თაობაზე ისაუბრა და შეკრებილ საზოგადოებას  თხოვნით მიმართა ერთი კვირის განმავლობაში მოგვაწოდონ თავიანთი წინადადებები ამ თემასთან დაკავშირებით.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა, ცნობილმა  მეცნიერებმა ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტიც განიხილეს და დოკუმენტთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

ენის სტანდარტის შემუშავებაში  სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მოწვეული კვალიფიციური ექსპერტები და დარგის სპეციალისტები მონაწილეობდნენ.  დოკუმენტი უკვე განიხილა სპეციალურმა კომისიამ და საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა.  მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები გათვალისწინებული იქნება სტანდარტის საბოლოო ვარიანტში.

ქართული ენის ფლობის სტანდარტი განკუთვნილია მასწავლებლების, შემფასებლების, მეთოდისტების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემდგენლებისათვის, სასწავლო ლიტერატურის გამომცემლებისა თუ რედაქტორებისათვის, ასევე თვით შემსწავლელებისა და  იმ პირთათვის, ვისაც საქმე აქვს ქართულის, როგორც მეორე ან უცხო ენის სწავლა/სწავლებასთან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე