ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა IT კოლეჯის წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯის (IT)  40-მდე წარმატებულ კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადასცა, ყველა მათგანი უკვე დასაქმებულია. ღონისძიებას იმ კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სადაც კურსდამთავრებულები მუშაობენ. ეს კომპანიებია: ITDC, PROPAGANDA hq, Websolution, კავკასუსი, სილქნეტი, ახალი ქსელები, მუზიქ ბოქსი.

დაჯილდოებულ კურსდამთავრებულებს 2010-2011 წლებში მინიჭებული აქვთ  პერსონალური კომპიუტერებისა და  კომპიუტერული ქსელების ტექნიკოსის, ვებ ტექნოლოგიების ოპერატორის,  აუდიო-ვიდეო გამოსახულების ოპერატორის, კომპიუტერული საგამომცემლო სისტემებისა და ვუზუალური გამოსახულების ოპერატორის კვალიფიკაციები.

დიმიტრი შაშკინმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პროფესიული კოლეჯების მნიშვნელობას, მინისტრმა აღნიშნა, რომ  მიმდინარეობს ამ დაწესებულებებში მიღებული პროფესიული განათლების შეთავსება შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. კოლეჯები თანამშრომლობენ პოტენციურ დამსაქმებლებთან პროფესიული სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს მომზადებული კადრების წარმატებულ დასაქმებას.

ახალი ტიპის პროფესიული სწავლების კოლეჯები არის ის ინსტრუმენტი, რომელიც სამი პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება: დასაქმება, ეკონომიკური ზრდა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე