ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლები ყოველთვიურად სისუფთავის აქციებს მოაწყობენ

საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივით, საჯარო სკოლებში ყოველთვიურად სკოლებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციები   მოეწყობა. მასში მონაწილეობას სკოლის მანდატურები, მოსწავლეები, პედაგოგები და  კურსდამთავრებულები (მათ შორის ცნობილი) მიიღებენ.

16 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №52-ე საჯარო სკოლას ეწვია და როგორც ამ სკოლის კურსდამთავრებულმა თავად მიიღო მონაწილეობა სკოლის დასუფთავებასა და ხეების დარგავაში.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ყოველთვიურად მსგავსი აქციის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები, პედაგოგები და მანდატურები სკოლის სისუფთავეზე, გამწვანებასა და ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე ერთად იზრუნებენ.

№52-ე საჯარო სკოლის პარალელურად, დასუფთავების აქცია ერთროულად ყველა, მათ შორის თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში მოეწყო. მოსწავლეების, მასწავლებლების, მანდატურების, წარმატებული კურსდამთავრებულებისა და ცნობილი ადამიანების მხრიდან მსგავსი აქციები ყოველთვიურად გაიმართება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე