ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სააღდგომო საჩუქრები 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს ეროვნული  სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ   თბილისის №198 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული  მიულოცეს და ტკბილეული გადასცეს.

თბილისის №198 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 150-მდე მოსწავლე სწავლობს.

სტუმრებს სკოლის მოსწავლეებმა მარიონეტების სპექტაკლი წარმოუდგინეს. სკოლის დრამატული წრის მიერ მომზადებული ქართული ხალხური ზღაპრის ”კომბლეს” ინსცენირება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სპექტაკლი მუსიკალურად  სკოლის  მუსიკის პედაგოგმა გააფორმა. მარიონეტები და დეკორაციები სპეციალურად ”კომბლესთვის” ამავე სკოლის უფროსკლასელებმა თავად დაამზადეს.  

მოსწავლეებმა სტუმრებს სააღდგომო ნივთების გამოფენაც დაათვალიერებინეს და რამდენიმე მუსიკალური ნომერი წარმოუდგინეს.

მსგავსი აქტივობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვს  მეტყველებას, კოორდინაციასა და მოტორიკას უვითარებს და, რაც მთავარია,  თვითშეფასებას უმაღლებს.

№198 საჯარო სკოლა საქართველოში პირველი ცენტრია, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მოთხოვნებს სრულად ითვალისწინებს. სკოლაში ფუნქციონირებს ლეგოტეკა - სათამაშოების ბიბლიოთეკა, თამაშთერაპიის ოთახი, შრომის კაბინეტი, ფსიქო-სოციალური ლაბორატორია,  ყოფითი უნარების შესასწავლი კაბინეტი, ადაპტირებული სასადილო და ღია ტრენინგ-ცენტრი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე