ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სპორტის პოპულარიცაზია გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა  თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში მოქმედი 8 სპორტული ფედერაცია ვალდებულებას იღებს სკოლებში მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონის გაუმჯობესებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, რაგბის, მძლეოსნობის, ქართული ჭიდაობის, ჭადრაკისა და სპორტული ცეკვების ფედერაციათა ხელმძღვანელები: ბესიკ ლიპარტელიანი, ლევან ახვლედიანი, ზაზა დოლიძე, გიორგი ნიჟარაძე, ალექსანდრე ახვლედიანი, თემურ გიორგაძე, გიორგი გიორგაძე და ეკა არჩაია.

სპორტის რვავე სახეობაში ლიგები შეიქმნება და საჯარო სკოლებს შორის ჩემპიონატები ჩატარდება. ამის საშუალებას იძლევა 2010 წელიდან სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით  ჩანაცვლება. სკოლები უკვე ჩართულია სასკოლო ჩემპიონატებში, მოსწავლეებში იზარდება მოტივაცია და მკვიდრდება ჯანსაღი ცხოვრების წესი.

სპორტის სახეობებს სკოლები სურვილისამებრ ირჩევენ, მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ სასკოლო ჩემპიონატები,  რომელთა ორგანიზებაშიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და სპორტული ფედერაციები ჩაერთვებიან, უფრო  ორგანიზებული გახდება.  ყველა სახეობა თანაბრად განვითარდება და სპორტი გახდება უფრო პოპულარული. მემორანდუმი ასევე მიზანად ისახავს   სპორტი უფრო მეტი  მოზარდისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ორი სახელმწიფო უწყების ამგვარი თანამშრომლობა მომავალში ხელს შეუწყობს  მოზარდებს შორის სპორტული რესურსის გამოვლენას და მათ წახალისებას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე