ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა სააღდგომო საჩუქრები მე-200 სკოლის მოსწავლეებს მიუტანა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი  თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია, ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო საჩუქრები გადასცა.

მე-200 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  157 მოსწავლეა, მათგან  110 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. 23 აპრილს მინისტრს ამ სკოლის 60-მა მოსწავლემ უმასპინძლა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციაზე, ახორციელებს პოექტებს, რომელშიაც ამ სკოლის მოსწავლეებიც  არიან ჩართულნი, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა სტუმრებს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები  დაათვალიერებინეს და საკონცერტო ნომრები წარუდგინეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე