ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურები და კომპანია „ბერტა“ ინკლუზიურ სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ

ქუთაისის სკოლის მანდატურებმა და კომპანია „ბერტამ“ სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების ბავშვები მოინახულეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ბავშვებმა თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერებინეს, საკუთარი შესაძლებლობები კი სიმღერითა და ლექსებით  წარმოაჩინეს.

მანდატურების განცხადებით მათი მიზანია იზრუნონ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე.  

სკოლის მანდატურები და კომპანია „ბერტა“ სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების ბავშვებს მომავალშიც  კიდევ არაერთ სიურპრიზს ჰპირდებიან.

სამტრედის №15 სკოლა-პანსიონში 11-დან  16 წლამდე ასაკის 25 ვაჟი ცხოვრობს. სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის. პანსიონში ფუნქციონირებს სკოლა 4-9 კლასის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში იხსნება დაწყებითი 1-3 კლასები.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის,  ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის,  ფოთის და რუსთავის  საჯარო სკოლებში  შევიდნენ.

მანდატურების განცხადებით მათი მიზანია  იზრუნონ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლბლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხობაზე. დაგეგმილია მანდატურთა შესვლა პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებსა და კერძო სკოლებშიც.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე