ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ახალი ჯგუფი ჩამოვიდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე კენტ ლონგსტონი თბილისის აეროპორტში  მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ახალ ჯგუფს დახვდნენ. მოხალისეები გაივლიან მოსამზადებელ კურსს და მუშაობას ივლისის თვეში შეუდგებიან.

საქართველოში მშვიდობის კორპუსი დაფუძნდა 2001 წელს და მას შემდეგ 375-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა ქვეყანაში. ეს არის მეთერთმეტე ჯგუფი რომელიც საქართველოში იმსახურებს და მის შემადგენლობაში შევა 30 ინგლისური ენის მასწავლებელი და 15 ბიზნეს კონსულტანტი. სრული ორწლიანი მოღვაწეობის დაწყებამდე ჯგუფის წევრები გაივლიან ათკვირიან წინასამსახურეობრივ ტრენინგებს ქართულ ენაში, კროს-კულტურულ, ტექნიკურ, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.  რათა უკეთესად შეეგუონ ქართულ რეალობას და ადვილად გაიარონ ადაპტაცია, ამ პერიოდის მანძილზე ისინი ქართულ მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ.  

ორი წლის განმავლობაში მოხალისეები იმუშავებენ საშუალო სკოლებში ან არასამთავრობო და სოციალური განვითარების მხარდამჭერ ორგანიზაციებში აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში. მოხალისეები იმსახურებენ ქართველ პარტნიორ მასწავლებლებთან ერთად და დაეხმარებიან ადგილობრივი თემს.  

”აღსანიშნავია რომ, მსგავსი პროექტების ხელშეწყობა და გაგრძელება მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის”-განაცხადა კოკა სეფერთელაძემ. 

მშვიდობის კორპუსი 1961 წელს დაარსდა პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ.

1961 წლიდან დღემდე მშვიდობის კორპუსს 200,000 მოხალისე შეუერთდა და იმსახურა 139 ქვეყანაში. დღეს, მშვიდობის კორპუსში 8,655 მოხალისე მსახურობს ევროპის, აფრიკის, აზიის, კარიბის აუზის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის 77 ქვეყანაში.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე