ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 96 მოსწავლე ფულადი პრემიებითა და სიგელებით დაასაჩუქრეს. ფულადი ჯილდოები გადაეცათ წარმატებული მოსწავლეების სკოლებსაც.

2010-2011 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს შემდეგი ფულადი პრემიები გადაეცათ: პირველ ადგილზე გასულ 33 მოსწავლეს - თითოეულს 1000 ლარი; მეორე ადგილზე გასულ 32 მოსწავლეს - თითოეულს 700 ლარი; მესამე ადგილზე გასულ 31 მოსწავლეს - თითოეულს 500  ლარი. სკოლების რეიტინგის მიხედვით  პირველ ადგილზე გასულ 8 სკოლას თითოეულს 5000 ლარი  გადაეცა; მეორე ადგილზე გასულ 8 სკოლას-თითოეულს 4000 ლარი; მესამე ადგილზე გასულ 8 სკოლას -თითოეულს 3000 ლარი.                                            

2011 წელს, პირველად, ოლიმპიადის შესარჩევი, პირველი ტური უშუალოდ სკოლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ ჩატარდა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე და მესამე ტური სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა  ჩაატარა, მეორე ტური 65 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 91 სკოლაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას  85 ათასამდე  მოსწავლე იღებდა. ოლიმპიადის მესამე ტურში კი, თითოეულ საგანსა და ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილი 1600-მდე  საუკეთესო მოსწავლე მონაწილეობდა.

ეროვნული სასწავლო  ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი ხდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება.

ყოველწლიურად იზრდება ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეთა რიცხვი და  მათი მომზადების დონე, რაც ზრდის კონკურენციას. გამარჯვებული მოსწავლეებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები ტრადიციულად, საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც გამარჯვებული ბრუნდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე