ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ვიზიტი შუაფხოს საჯარო სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლას ეწვივნენ. აღნიშნული სკოლა ერთ-ერთია იმ სამი სკოლიდან, რომლებზეც ცენტრს კურატორობა აქვს აღებული.

ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ სკოლა დაათვალიერა და პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და თანადგომას დაპირდა.

მომავალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი საკუთარი სახსრებით შუაფხოს სკოლას გაურემონტებს და გაუხსნის რესურს-ოთახს, რომელიც აღიჭურვება ახალი ინვენტარით, კომპიუტერული ტექნიკითა და თანამედროვე ბიბლიოთეკით.

ცენტრის წარმომადგენლებმა  პედაგოგებს 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის სიახლეებიც გააცნეს.

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა შუაფხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს საკანცელარიო ნივთები, სპორტული ინვენტარი და წიგნები გადასცა.

დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლა ერთადერთია, რომელიც თეთრი არაგვის, ე.წ. ბუდე-ფშავის მაღალმთიანი  ხეობის სოფლებს ემსახურება. ამ მცირეკონტინგენტიან სკოლაში სულ 18 მოსწავლე სწავლობს და პედაგოგებს  კლას-კომპლექტებში უწევთ მუშაობა.

ნათია ჯოხაძემ განაცხადა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლაზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე