ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მისი ორგანიზატორი სკოლა-ლიცეუმი ”მწიგნობართუხუცესი” იყო.  ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ  დარგის ცნობილი მეცნიერები.

კონფერენციის მიზანი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია, ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესება, მათი სტიმულირება, უცხოელ თანატოლთა გაცნობა და მათთან დამეგობრება იყო.

კონფერენციის მუშაობაში  13 სკოლა და 100- მდე მოსწავლე იყო ჩართული როგორც  საქართველოდან ასევე  უცხოეთიდან. მოსწავლეებმა წარმოადგინეს არაერთი საინტერესო თემა და პროექტი ბიოლოგიაში,  ფიზიკასა და ქიმიაში.  დიდი მოწონება დაიმსახურა ჩეხი  და  ლატვიელი მოსწავლეების მიერ შესრულებულმა ნაშრომებმა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტრო ყოველთვის მხარს უჭერს და მომავალშიც წაახალისებს ღონისძიებებს, სადაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ ცოდნა გაიღრმავონ და  უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ისეთ მნიშვნელოვან სფეროზე, როგორიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებაა.

კონფერენციის მონაწილე ყველა მოსწავლეს   სიგელები გადაეცათ. ასევე, სკოლა-ლიცეუმის ”მწიგნობართუხუცესი” დირექციამ ისინი ერევანსა და ბაქოში სამდღიანი ექსკურსიით დაასაჩუქრა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე