ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ილია ვეკუას თასზე საერთაშორისო ოლიმპიადა იმართება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო ოლიმპიადა გახსნა. ოლიმპიადა  ილია ვეკუას თასზე პროგრამირებაში ტარდება და გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ვეკუას ხსოვნას ეძღვნება.

ტრადიციულად, ოლიმპიადის დასწრებული ტური, საქართველოს გარდა, ტარდება აგრეთვე ნოვოსიბირსკში, მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგში, ანუ იმ ქალაქებში, რომლებთანაც დაკავშირებულია აკადემიკოს ილია ვეკუას მოღვაწეობა. წელს თბილისში ჩამოვლენ გუნდები რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, მოლდავეთიდან. 2 მაისს ოლიმპიადა საზეიმოდ დაიხურება და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

ილია ვეკუას ხსოვნისადმი მიძღვნილ ოლიმპიადაზე, ვეკუას თასის გარდა, წელს გათამაშდება ორი სპეციალური პრიზი. ნიკო მუსხელიშვილის პრიზით დაჯილდოვდება საუკეთესო საზღვარგარეთული გუნდი (თბილისში), ხოლო ევგენი პანკრატიევის სახელობის პრიზით დაჯილდოვდება ოლიმპიადის საუკეთესო გუნდი სამხრეთ კავკასიიდან. ამ პრიზებიდან პირველი დაწესებული აქვს ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, ხოლო მეორე – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ხსენებულ პრიზებს წელს პირველად დაემატება აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის სახელობის პრიზი, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დააწესა და რომელიც საუკეთესო ქართველ მონაწილეს გადაეცემა.

შეჯიბრებაში მონაწილეობენ წამყვანი ქართველი სტუდენტი და მოსწავლე პროგრამისტები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველად მასპინძლობს ოლიმპიადას ილია ვეკუას თასზე. მანამდე საქართველოში ამ ღონისძიებას 2-2-ჯერ უმასპინძლეს შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე