ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურის სამსახური ერთი წლისაა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მანდატურის სამსახურის მუშაობის ერთი წელი შეაჯამა.  მინისტრის  განცხადებით, მანდატურის ინსტიტუტის ამოქმედების შემდეგ სკოლებში ვითარება რადიკალურად შეიცვალა - 95%-ით შემცირდა ძალადობა, 80%-ით - მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები, 75%-ით  შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის შემთხვევები (ე.წ შატალო). 95%-ითაა შემცირებული ფულის გამოძალვის,  80%-ით  მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები. 90%-ით აღმოიფხვრა ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტები.

მანდატურის ინსტიტუტი უკვე ერთი წელია რაც  საჯარო სკოლებში  ამოქმედდა. მანდატურები პირველად 2010 წლის 12 აპრილს, თბილისის 10 საპილოტე სკოლაში შევიდნენ. 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისთანავე, თბილისის კიდევ რადენიმე ათეულ საჯარო სკოლაში გამოჩნდა მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი. პარალელურად მანდატურები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გადანაწილდნენ. პროცესი გაგრძელდა, უკვე თბილისისა და რამდენიმე დიდი ქალაქის ყველა სკოლაში მსახურობენ მანდატურები.

დღეისათვის 1000 სკოლის მანდატური თბილისის, ბათუმის, ქუთაისის,ზუგდიდის, ფოთის, გორის, რუსთავისა და ყვარლის 300 საჯარო სკოლის უსაფრთხოებას იცავს.

მანდატურის ინსტიტუტი   კერძო სკოლებშიც მუშაობს. თბილისის ათი კერძო სკოლის გადაწყეტილებით, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვას მანდატურები განაგრძობენ. მანდატურების შეყვანის სურვილი მაისიდან კიდევ რამდენიმე ათეულმა კერძო სკოლის ხელმძღვანელმა გამოთქვა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე