ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ” – ახალი კონკურსის დევიზი

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და უსაფრთხო სკოლის” კამპანიის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს პროკურატურამ  მოსწავლეთა ნახატების ერთობლივი კონკურსი გამოაცხადა თემაზე ”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ”.

კონკურსი პირველ ეტაპზე თბილისის საჯარო სკოლებში ჩატარდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ თბილისის №10 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს კონკურსის მიზნები და პირობები პირადად გააცნეს.

კონკურსი ორ თვეს გასტანს და მასში დედაქალაქის გარდა ეტაპობრივად  საქართველოს ყველა რეგიონი ჩაერთვება. თბილისის სკოლებში ნახატების შიდა სასკოლო შერჩევა 14 მარტამდე მოხდება. საუკეთესო ნახატებს სკოლის საორგანიზაციო საბჭოები გამოავლენენ, რომლის შემადენლობაში მოსწავლეებიც იქნებიან.

რეგიონულ ეტაპზე გამარჯვებულ ნახატებს სპეციალური კომისია განიხილავს. პრიზიორები დაჯილდოვდებიან სიგელებით, I ადგილზე გასული ნახატის ავტორი მიიღებს პორტატულ კომპიუტერს.

კონკურსის წესით შეირჩა ახალი პროექტის დევიზი - ”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ”, მისი ავტორი თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელი თინათინ ყიფიანია, იგი სლოგანისათვის პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე