ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ირინე ქურდაძემ ხიდისთავის პროფესიული კოლეჯი მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილეები პროფესიული სასწავლებლების საქმიანობის ადგილზე გაცნობას განაგრძობენ. ამჯერად, მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ  გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის პროფესიული კოლეჯი მოინახულა.

ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრი  2007 წელს, ორი პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა. სწავლების ცენტრი ამ ეტაპზე ახორციელებს შემდეგ სასწავლო პროგრამებს: სამშენებლო პროფესიები-შემდუღებელი, ზეინკალ-სანტექნიკოსი, მეფილე-მომპირკეთებელი. ასევე მსურველები აქ ეუფლებიან ელექტრიკოსის და მღებავის სპეციალობებს.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით კოლეჯი შემდეგ სპეციალობებზე ახორციელებს მიღებას: ვეტერინალური მომსახურების სპეციალისტი, მელიატორი, ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებლის სპეციალისტი. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს დაფინანსებით მიმდინარეობს მეხილის სპეციალობის სტუდენტთა მომზადება. ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის პროგრამაზე სტუდენტთა მიღება. ხიდისთავის პროფესიული კოლეჯში სწავლების ხანგრძლივობა  3 თვიდან 12 თვემდე მერყეობს. ცენტრში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, პერიოდულად ტარდება ტრენინგები სტუდენტთა დასაქმების  დასახმარებლად.

ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრში სახელობო პროგრამებზე  130 სტუდენტი სწავლობს. ცენტრში ამჟამად  17 პედაგოგი მუშაობს, რომელთა ნაწილს საერთაშორისო სერთიფიკატი აქვს. მიმდინარე წელს ახალ პროგრამებზე  165 სტუდენტის მიღება იგეგმება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე