ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი ყველა მოხალისე პედაგოგს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები  თბილისის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და შიდა ქართლის საჯარო სკოლებში მოღვაწე უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ.
 
მინისტრთან შეხვედრის მიზანს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეების, რეფორმებისა და გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა, ასევე, პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“  გამოცდილების, ღონისძიებების/აქტივობებისა და სამომავლო გეგმების მიმოხილვა. ეს იყო ამ ფორმატის ბოლო შეხვედრა. მინისტრი უკვე შეხვდა საქართველოს დანარჩენ რეგიონებში განაწილებულ მოხალისეებს.

მინისტრის მოხსენების შემდეგ გაიმართა სესია, სადაც პროგრამის მონაწილე მოხალისე მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო შეკითხვები დაესვათ მინისტრისა და ღონისძიების სხვა მონაწილეებისათვის.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე