ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ვეტერან პედაგოგს გამარჯვების დღე პირადად მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი   მე-100 საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელს ქალბატონ ვენერა სიხარულიძეს ოჯახში ეწვია,  პირადად მიულოცა დამდეგი 9 მაისი და საჩუქრები გადასცა. ქალბატონი ვენერა 85 წლისაა და მას პირველი ჯილდოები დიდი სამამულო ომის წლებში შრომითი მამაცობისთვის აქვს მიღებული.

ვეტერანი პედაგოგი 50 წელია სკოლაში მოღვაწეობს. არის ათეულობით ნაშრომისა და პროექტის ავტორი, სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს წარჩინებული და დამსახურებული მასწავლებლის  წოდებები. იგი დღესაც აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას აგრძელებს და განსაკუთრებით ამაყობს თავისი აღზრდილებით, მათ შორის ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ ვენერა სიხარულიძეს ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის და ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის.

მინისტრმა დამდეგი 9 მაისი ასევე ყველა ომის მონაწილე ვეტერან პედაგოგს მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე