ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უმაღლესი განათლების მიღება უცხოელთათვის მიმზიდველი უნდა გახდეს

განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით აკადემიური სამიტი გაიმართა, რომელიც განათლების ინტერნაციონალიზაციასა  და მობილობის პროცესის ხელშეწყობას მიეძღვნა. სამიტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა გიული ალასანიამ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორებმა და წარმომადგენლებმა.

 შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდენენ იმაზე, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა და საგანმანათლებლო დაწესებულებები მიმზიდველი უნდა იყოს  სტუდენტების, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევარებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამისათვის საგანამანათლებლო პროგრამების სტრუქტურა უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე უნდა იძლეოდეს მობილობის შესაძლებლობას.

საერთაშორისო გაცვლითი და ერთობლივი პროგარამების განხორციელება საწყის ეტაპზეა საქართველოს განათლების სისტემაში, მათი განვითარება სწავლების ყველა დონეს უნდა მოიცავდეს სასკოლო გაცვლითი პროგრამებიდან აკადემიურ განათლების ჩათვლით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხავდასხვა ქვეყნების საელჩოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების მეშვეობით ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციასა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე