ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პრეზიდენტის შეხვედრა სერტიფიცირებულ პედაგოგებთან

საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც 2014 წლამდე არის ნებაყოფლობითი. ყოველი წლის ივლისის თვეში ყველა პედაგოგს ეძლევა საშუალება  გაიაროს სერტიფიცირება პროფესიულ უნარებში და  მაპროფილებელ საგანში.  სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პედაგოგი ხელფასზე დანამატის სახით იღებს 75 ლარს.  სერტიფიცირებულ პედაგოგებს აქვთ შესაძლებლობა ყოველი წლის აპრილის თვეში ჩააბარონ ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში მათი ხელფასზე დანამტი იზრდება კიდევ 125 ლარით. ხოლო, ამ გამოცდების შედეგად საუკეთესო 25%-ის ხელფასი იქნება 1000 ლარი.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმ პედაგოგების საუკეთესო 25%-ს შეხვდა, რომლებმაც ორივე სასერტიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და მიიღეს უმაღლესი შეფასება.  სწორედ ეს პედაგოგები არიან პირველები, რომელთა  ხელფასიც ახალი სასწავლო წლიდან იქნება 1000 ლარი.

საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს პედაგოგების კვლაფიკაციის ამაღლებაზე და მათ წახალისებაზე, რაც ხელს უწყობს კონკურენტული  გარემოს შექმნას, ახალი კადრების მოზიდვას და დაინტერესებას. სწორედ ამისი დადასტურებაა ის, რომ, 2011 წლის ივნისში სასერტიფიკაციო გამოცდებზე უკვე 24 000 პედაგოგია დარეგისტრირებული.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორცილებს არაერთ პროგრამას პედაგოგების წახალისების მიზნით.  ყველა მენტორი მასწავლებელი იღებს 160 ლარიან დანამატს ხელფასზე, მაღალმთიან რეგიონებში ხორციელდება პროგრამა ”ასწავლე სქართველოსთვის”, რომლის მონაწილე ყველა პედაგოგი ხელფასზე დანამატის სახით იღებს 500 ლარს, ხოლო პროგრამაში ”ქართული, როგორც მეორე ენა” მონაწილე ყველა პედაგოგი იღებს 1000 ლარიან დანამატს ხელფასზე.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე