ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 53-ე საჯარო სკოლას ეწვია და კომპანია ,,გოგლი-მოგლის’’ მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ითამაშე და მოიგე’’ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

კონკურსი სამ ეტაპად წარიმართა. ,,გოგლი-მოგლის’’ პლასტიკური ბარათების  აღების შემდეგ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ  კონკურსში  მიეღოთ მონაწილეობა.    თხუთმეტ გამარჯვებულ  მოსწავლეს ძვირადღირებული პრიზები გადაეცათ. კონკურსი ყველა იმ  სკოლაში გაიმართება, რომელშიც გოგლი-მოგლის სასადილოებია გახსნილი.   

მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა კონკურსებით მნიშვნელოვანია მოსწავლეების წახალისება, რაც მათში მოტივაციის გაზრდას უწყობს ხელს.

კონკურსში ,,ითამაშე და მოიგე’’ მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნაში ეჯიბრებოდნენ, მათ ქართული ენისა და ლიტერატურიდან, ისტორიიდან, გეოგრაფიიდან სხვადასხვა სახის კითხვებს გასცეს პასუხი და შეაგროვეს სამი ციფრი, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე