ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასტუმრო ”რედისონში” ოლიმპიადა გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, შავი ზღვის უნივერსიტეტის პრორექტორმა გიული ალასანიამ და მოწვეულმა სტუმრებმა   სასტუმრო ”რედისონში” ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო სასწავლებლების ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა საერთაშორისო ოლიმპიადა გახსნეს.

ოლიმპიადაში მონაწილე 30 ქვეყნის 154 კონკურსანტიდან გამარჯვებულები 15 მაისს გამოვლინდებიან და მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დააჯილდოვებს.

”ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც 2150 მოსწავლე და სტუდენტი სწავლობს, მათთვის ნორჩ გამომგონებელთა საერთაშორისო გამოფენა ყოველ წელს ეწყობა და  მოსწავლეთა მეცნიერებით დაინტერესებას ისახავს მიზნად.

ოლიმპიადას დიდი წვლილი შეაქვს კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგში, რადგან მასში მონაწილე უცხოელი მოსწავლეები ქართულ ოჯახებში ცხოვრობენ და ქართულ ენასა და კულტურას ეცნობიან.  სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებენ.

ოლიმპიადა, რომელიც მეხუთე წელია ეწყობა, წელს ყველაზე გრანდიოზულია. წინა წლებთან შედარებით, წელს მასში კიდევ უფრო მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე