ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონფერენცია ინგლისური ენის სწავლებასა და საერთაშორისო გამოცდებზე

ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით, თემაზე  “ინგლისური ენა და საერთაშორისო კვალიფიკაცია – გზა პერსპექტიული მომავლისკენ”კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი საგანმანათლებლო დარგში მოღვაწე პოლიტიკის გამტარებლების, ინგლისური ენის სპეციალისტებისა და სერვის პროვაიდერებისთვის ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენისა და საერთაშორისო გამოცდების პროგრამების გაცნობა იყო. კონფერენციას  ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ანდერსონი უძღვებოდა.  მის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინსიტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის გაეროს ასამბლეაზე თავის ოფიციალურ გამოსვლაში  ინგლისური ენის სწავლების ნოვატორული პროგრამა წარმოადგინა, რომლის ,,მიზანია ახალგაზრდა თაობას ფართოდ გაუხსნას გზა პერსპექტიული მომავლისაკენ.” 2011 წლის სექტემბრის ოფიციალური სამთავრობო დადგენილების ფარგლებში ყველა უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთათვის უცხო ენაში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება.

ამ ფონზე, ბრიტანეთის საბჭოს გააჩნია მდიდარი გამოცდილება ინგლისური ენის სწავლების და საერთაშორისო გამოცდების სფეროში. ამჟამად, ბრიტანეთის საბჭო წელიწადში დაახლოებით 350-ზე მეტ ინგლისური ენის მასწავლებელსა და 10,000-მდე შემსწავლელს უტარებს როგორც ონლაინ, ასევე ინტერაქტიულ ტრეინინგს. საბჭო ასევე ინგლისურ ენაში წელიწადში 3000-მდე საერთაშორისო გამოცდას ატარებს.

ბრიტანეთის საბჭო დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა განათლებისა და კულტურული ურთიერთობების განვითარების სფეროებში. მისი საქმიანობის არეალი მსოფლიოს 110 ქვეყანას მოიცავს. საქართველოში მოქმედი ბრიტანეთის საბჭო ხელს უწყობს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს  შორის თანამშრომლობის განმტკიცებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე