ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფიზიკაში კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ კონკურსის   „ფიზიკა ყველგან და ყოველთვის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის  განკუთვნილი კონკურსი სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მისი ორგანიზატორი  თბილისის №63-ე საჯარო სკოლა იყო.

კონკურსი „ფიზიკა ყველგან და ყოველთვის“ ოთხი  მიმართულებით ჩატარდა (ფიზიკა ჩვენს ირგვლივ;  ფიზიკა ჩემს მომავალ პროფესიაში; ფიზიკა ხელოვნებაში; ფიზიკა - ეკოლოგია) და მიზნად ისახავდა მეცნიერებათა მიღწევების გაცნობას და მათ დაკავშირებას ყოველდღიურობასთან, მომავალ პროფესიასთან, იმ გამოცდილების შეძენასთან, რომელიც მოსწავლეებს ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად გამოადგებათ. ასევე, მოსწავლეებში კვლევის, სამყაროსა და გარემოს შესწავლის, მისი დაცვის ჩვევების გამომუშავებას.

კონკურსში საქართველოს  237  სკოლიდან  400-მდე  მოსწავლემ  მიიღო მონაწილეობა.  წარმოდგენილი  იყო  310  საკონკურსო თემა.  ჟიურის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც ცნობილი მეცნიერები და №63 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგები შედიოდნენ,  12  საუკეთესო  ნაშრომი შეირჩა.
 
გამარჯვებული პროექტის ავტორს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადაეცა. დასკვნითი  ტურის  ყველა მონაწილე კი,  დიპლომებითა  და  ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე