ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გერმანული ენის დიპლომების საზეიმო გადაცემა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა საქართველოში გერმანული დღეების ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოს PASCH-სკოლების 83 მოსწავლეს გერმანული ენის დიპლომები გადასცეს.

PASCH ანუ „სკოლები: მომავლის პარტნიორები“, გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანია სკოლებს შორის მსოფლიო პარტნიორული ქსელის შექმნა და ამით ახალგაზრდებში გერმანიისა და მისი საზოგადოების მიმართ ინტერესის გაღვივება. ყველა PASCH-სკოლაში გერმანელი მასწავლებლები მუშაობენ.

საქართველოში აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას  ათი სკოლა იღებს, რომლებსაც კოორდინაციას საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA) და გოეთეს ინსტიტუტი უწევენ.  საქართველოში ხუთი სკოლა (ოთხი თბილისში და ერთი თელავში) გასცემს  გერმანული ენის მეორე საფეხურის (DSD-2) დიპლომებს,  რომელიც  გერმანიის უნივერსიტეტებში სწვალისათვის საჭირო გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთია.

გერმანული ენის დიპლომის პროგრამა საქართველოში 10 წელია რაც მოქმედებს. 1999 წლის შემდეგ 532 ქართველმა მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა DSD-ის მეორე საფეხურის გამოცდა და აიღო დიპლომი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე